ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52546
სათაური: ივანე ზურაბიშვილი ოჯახთან ერთად
ავტორები: განკევიჩი, პეტრე
Ганкевич, Петр П.
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ზურაბიშვილი, ივანე (ვანო) ივანეს ძე (1872-1940)
ნიკოლაძე-ზურაბიშვილისა, ნინო ნიკოლოზის ასული (1873-1959)
ზურაბიშვილი, გიორგი ივანეს ძე (1898-1944)
ზურაბიშვილი, არჩილ ივანეს ძე (1896-1964)
ოჯახი
თბილისი
რეზიუმე: ივანე (ვანო) ზურაბიშვილი - იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტი, სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის ხელმძღვანელი, თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე და ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია – ჯერ სტამბულში, 1924 წლიდან – პარიზში. მეუღლე ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა. შვილები - არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები. ივანე ზურაბიშვული გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს. დაკრძალულია ლევილში. ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა – ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი. ივანე ზურაბიშვილის მეუღლე. არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილების დედა. არჩილ ზურაბიშვილი – ინჟინერი. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უფროსი ვაჟი. დაიბადა ქუთაისში 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სამსახური განაგრძო ერთ-ერთ ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ სხვა ახალგაზრდებთან ერთად გაგზავნა საფრანგეთში სასწავლებლად. 1922 წელს სწავლა დაასრულა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მსახურობდა როლს-როისის საზოგადოებაში. 1928 წელს პარიზში შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“. გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში. გიორგი ზურაბიშვილი – ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას მე-2 ვაჟი. მეუღლე ნატალი ფონ პელკენი. შვილები – ელენ კარერ დ’ანკოსი და ნიკოლა ზურაბიშვილი.
აღწერილობა: მარცხნიდან: ნინო, გიორგი, არჩილ და ივანე ზურაბიშვილები. გადაღებულია თბილისში, თარიღი უცნობია.
მფლობელი: სალომე ზურაბიშვილი
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Ivane_Zurabishvili.jpg339.92 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება