Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52546
Title: ივანე ზურაბიშვილი ოჯახთან ერთად
Authors: განკევიჩი, პეტრე
Ганкевич, Петр П.
Keywords: ჯგუფური ფოტო
ზურაბიშვილი, ივანე (ვანო) ივანეს ძე (1872-1940)
ნიკოლაძე-ზურაბიშვილისა, ნინო ნიკოლოზის ასული (1873-1959)
ზურაბიშვილი, გიორგი ივანეს ძე (1898-1944)
ზურაბიშვილი, არჩილ ივანეს ძე (1896-1964)
ოჯახი
თბილისი
Abstract: ივანე (ვანო) ზურაბიშვილი - იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტი, სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის ხელმძღვანელი, თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე და ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია – ჯერ სტამბულში, 1924 წლიდან – პარიზში. მეუღლე ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა. შვილები - არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები. ივანე ზურაბიშვული გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს. დაკრძალულია ლევილში. ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა – ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი. ივანე ზურაბიშვილის მეუღლე. არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილების დედა. არჩილ ზურაბიშვილი – ინჟინერი. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უფროსი ვაჟი. დაიბადა ქუთაისში 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სამსახური განაგრძო ერთ-ერთ ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ სხვა ახალგაზრდებთან ერთად გაგზავნა საფრანგეთში სასწავლებლად. 1922 წელს სწავლა დაასრულა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოში აღარ დაბრუნებულა. მსახურობდა როლს-როისის საზოგადოებაში. 1928 წელს პარიზში შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“. ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“. გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში. გიორგი ზურაბიშვილი – ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას მე-2 ვაჟი. მეუღლე ნატალი ფონ პელკენი. შვილები – ელენ კარერ დ’ანკოსი და ნიკოლა ზურაბიშვილი.
Description: მარცხნიდან: ნინო, გიორგი, არჩილ და ივანე ზურაბიშვილები. გადაღებულია თბილისში, თარიღი უცნობია.
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Ivane_Zurabishvili.jpg339.92 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.