ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/482500
სათაური: ბათუმი. ზღვისპირა პარკი
სხვა სათაური: ქალაქები საფოსტო ბარათებზე
კურორტები
ავტორები: Панова, В.
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
საფოსტო ბარათი
ღია ბარათი
ბარათი
ბათუმი
Батуми
ზღვისპირა პარკი
В Приморском парке
აჭარის არ
გამოცემის თარიღი: 1982
გამომცემელი: «Планета»
რეზიუმე: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია - ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ბულვარი ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს და მოქცეულია პლაჟისა და ქალაქის განაშენიანების ნაპირს შორის. ბულვარს ერთ მხარეს ნინოშვილის ქუჩა საზღვრავს, მეორე მხარეს კი პლაჟის ქვიშა.ბულვარში არის არქიტექტურული ძეგლი _ ზღვისპირა კოლონადა (1930-იანი წწ). ძეგლად აღრიცხული საზაფხულო თეატრი (აშენდა 1948წ. არქიტ. კ. ჯავახიშვილი, ბ. კირაკოსიანი) დაიწვა 1996 წელს. ადაპტირებული თეატრი აშენდა 2011წ. ბათუმის კონცხი შექმნილია მდ. ჭოროხის ნატანი ქვიშით და ჯერ კიდევ XIXს-ის დასაწყისში ზღვა დღევანდელი ბულვარის ტერიტორიამდე აღწევდა. XIX ს-ის ბოლოსთვის ნატანმა თანდათან შექმნა პლაჟი, ზღვამ უკან დაიხია და შესაძლებელი შეიქმნა ზღვისპირა ბაღის გაშენება.ზღვისპირა პარკის მოწყობა დაიწყო 1884წ. ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის ა.ი. სმეკალოვის ინიციატივით, რომელიც თანამდებობაზე 1881 წელს დაინიშნა. თავიდან ზღვის ნაპირის სიახლოვის გამო, მასში მოწყობილი იყო ორი საქვეითო ხეივანი. მხოლოდ 1895 წელს, როდესაც ზღვამ რამდენადმე უკან დაიხია და სანაპირო გაფართოვდა, შესაძლებელი გახდა პლაჟის მოწყობაც. პარკის ტერიტორია წარსულში 5 ჰა-ს შეადგენდა _1000 მეტრი სიგრძისა და 19-53 მეტრამდე სიგანის.ბათუმის 1900 წ. გეგმაზე ბულვარი უკვე საკმაოდ განვითარებულია. ბულვარი, თითქმის ერთ ვერსზე იყო გაჭიმული და ერთ_ერთი საუკეთესო იყო რუსეთის იმპერიაში. ბულვარში იმ დროს განთავსებული იყო ბუფეტ_რესტორანი, მუსიკა-ლური როტონდა, სამკითხ-ველო, `ბათუმის ფიზიკური განვითარების საზოგადოების~ ნაკვეთი ველოტრეკით, ჩოგბურთის კორტებით, სკეიტინგ_რინგით (საციგურაო მოედნით), ტანვარჯიშის დარბაზით და ა.შ. ბულვარის დასაწყისში მდებარეობდა ზღვის წყლის აბაზანებიანი სამკურნალო დაწესებულება; ზღვის პლაჟზე გამოყოფილი იყო უფასო და ფასიანი (კეთილმოწყობილი) საბანაო მონაკვეთები.1949-51 წლებში პარკის ტერიტორია გაფართოვდა. იგი გადაიჭიმა სპორტული კომპლექსიდან ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტამდე და მოეწყო მწვანეში ჩაფლული ფართო ხეივნები. ოდნავ მოგვიანებით ბულვარში მოეწყო საჩოგბურთო კორტები, აშენდა სპორტული კომპლექსი _ `დინამოს~ სტადიონი და სხვადასხვა ზომის და ფორმის ფანჩატურები და კაფე-ბარები, რომელთა ფორმები იცვლებოდა დროთა განმავლობაში. მათ შორის გამოირჩევა 1975 წელს, ბულვარის ბოლოს, მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აგებული ორიგინალური ფორმის კაფე `ფანტაზია~ _ არქიტექტორი გ. ჩახავა, მხატვარი ზ. კაპანაძე. გაიმართა გასართობი ატრაქციონები. აქ აღმართული იყო იოსებ სტალინის ძეგლიც, რომლის ნაცვლად 1960-იან წლებში მოეწყო ფერად შადრევანთა კასკადი.ამჟამად ბულვარის ტერიტორია 2 კმ-ზეა გადაჭიმული და მოიცავს 21 ჰა-ს. ზღვისკენ ორი 6 მეტრი სიგანის ასფალტირებული ხეივანია მოწყობილი და იგი გაყოფილია შუაში გაზონებით. ზღვისპირა პარკი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას.
აღწერილობა: კომპლექტი 12 ფერადი ბარათით. ბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში.
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0410 b.jpgვერსო50.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0410 a.jpgრექტო209.7 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება