Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/482500
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorПанова, В.-
dc.coverage.spatialბათუმი - ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმი არის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრი საქართველოში. ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 ადამიანი.en_US
dc.date.accessioned2024-02-06T19:00:06Z-
dc.date.available2024-02-06T19:00:06Z-
dc.date.issued1982-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/482500-
dc.descriptionკომპლექტი 12 ფერადი ბარათით. ბარათი ნაპოვნია "მაკულიტერატურას" გადასამუშავებელ მასალაში.en_US
dc.description.abstractქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია - ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ბულვარი ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს და მოქცეულია პლაჟისა და ქალაქის განაშენიანების ნაპირს შორის. ბულვარს ერთ მხარეს ნინოშვილის ქუჩა საზღვრავს, მეორე მხარეს კი პლაჟის ქვიშა.ბულვარში არის არქიტექტურული ძეგლი _ ზღვისპირა კოლონადა (1930-იანი წწ). ძეგლად აღრიცხული საზაფხულო თეატრი (აშენდა 1948წ. არქიტ. კ. ჯავახიშვილი, ბ. კირაკოსიანი) დაიწვა 1996 წელს. ადაპტირებული თეატრი აშენდა 2011წ. ბათუმის კონცხი შექმნილია მდ. ჭოროხის ნატანი ქვიშით და ჯერ კიდევ XIXს-ის დასაწყისში ზღვა დღევანდელი ბულვარის ტერიტორიამდე აღწევდა. XIX ს-ის ბოლოსთვის ნატანმა თანდათან შექმნა პლაჟი, ზღვამ უკან დაიხია და შესაძლებელი შეიქმნა ზღვისპირა ბაღის გაშენება.ზღვისპირა პარკის მოწყობა დაიწყო 1884წ. ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის ა.ი. სმეკალოვის ინიციატივით, რომელიც თანამდებობაზე 1881 წელს დაინიშნა. თავიდან ზღვის ნაპირის სიახლოვის გამო, მასში მოწყობილი იყო ორი საქვეითო ხეივანი. მხოლოდ 1895 წელს, როდესაც ზღვამ რამდენადმე უკან დაიხია და სანაპირო გაფართოვდა, შესაძლებელი გახდა პლაჟის მოწყობაც. პარკის ტერიტორია წარსულში 5 ჰა-ს შეადგენდა _1000 მეტრი სიგრძისა და 19-53 მეტრამდე სიგანის.ბათუმის 1900 წ. გეგმაზე ბულვარი უკვე საკმაოდ განვითარებულია. ბულვარი, თითქმის ერთ ვერსზე იყო გაჭიმული და ერთ_ერთი საუკეთესო იყო რუსეთის იმპერიაში. ბულვარში იმ დროს განთავსებული იყო ბუფეტ_რესტორანი, მუსიკა-ლური როტონდა, სამკითხ-ველო, `ბათუმის ფიზიკური განვითარების საზოგადოების~ ნაკვეთი ველოტრეკით, ჩოგბურთის კორტებით, სკეიტინგ_რინგით (საციგურაო მოედნით), ტანვარჯიშის დარბაზით და ა.შ. ბულვარის დასაწყისში მდებარეობდა ზღვის წყლის აბაზანებიანი სამკურნალო დაწესებულება; ზღვის პლაჟზე გამოყოფილი იყო უფასო და ფასიანი (კეთილმოწყობილი) საბანაო მონაკვეთები.1949-51 წლებში პარკის ტერიტორია გაფართოვდა. იგი გადაიჭიმა სპორტული კომპლექსიდან ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტამდე და მოეწყო მწვანეში ჩაფლული ფართო ხეივნები. ოდნავ მოგვიანებით ბულვარში მოეწყო საჩოგბურთო კორტები, აშენდა სპორტული კომპლექსი _ `დინამოს~ სტადიონი და სხვადასხვა ზომის და ფორმის ფანჩატურები და კაფე-ბარები, რომელთა ფორმები იცვლებოდა დროთა განმავლობაში. მათ შორის გამოირჩევა 1975 წელს, ბულვარის ბოლოს, მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აგებული ორიგინალური ფორმის კაფე `ფანტაზია~ _ არქიტექტორი გ. ჩახავა, მხატვარი ზ. კაპანაძე. გაიმართა გასართობი ატრაქციონები. აქ აღმართული იყო იოსებ სტალინის ძეგლიც, რომლის ნაცვლად 1960-იან წლებში მოეწყო ფერად შადრევანთა კასკადი.ამჟამად ბულვარის ტერიტორია 2 კმ-ზეა გადაჭიმული და მოიცავს 21 ჰა-ს. ზღვისკენ ორი 6 მეტრი სიგანის ასფალტირებული ხეივანია მოწყობილი და იგი გაყოფილია შუაში გაზონებით. ზღვისპირა პარკი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisher«Планета»en_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectსაფოსტო ბარათიen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectბარათიen_US
dc.subjectბათუმიen_US
dc.subjectБатумиen_US
dc.subjectზღვისპირა პარკიen_US
dc.subjectВ Приморском паркеen_US
dc.subjectაჭარის არen_US
dc.titleბათუმი. ზღვისპირა პარკიen_US
dc.title.alternativeქალაქები საფოსტო ბარათებზეen_US
dc.title.alternativeკურორტებიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0410 b.jpgვერსო50.6 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0410 a.jpgრექტო209.7 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.