ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/374915
სათაური: მარტვილის წმ. გიორგის ხატი. მინანქარი / Martvili St/ George icon, Enamel
სხვა სათაური: საქართველოს ქალაქები
ხატები
ავტორები: ლაღაძე, ირმა
Laghadze, Irma
საკვანძო სიტყვები: ღია საფოსტო ბარათი
მარტვილის წმ. გიორგის ხატი
Martvili St. George icon
მინანქარი
Enamal
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: მარტვილის მონასტერი - ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილში. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრის მახლობლად, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები.მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.
აღწერილობა: მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ.ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართვილოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმ. გიორგის ორი ხატი ( დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
მფლობელი: ლოლიტა ჭოლაძე
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
BARATI 0153 b.jpgვერსო36.03 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
BARATI 0153 a.jpgრექტო218.48 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება