Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/374915
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorლაღაძე, ირმა-
dc.contributor.authorLaghadze, Irma-
dc.coverage.spatialმარტვილი (ყოფილი გეგეჭკორი; ჭყონდიდი) - ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარეების, ინჩხიას მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 170 მ., აბაშიდან 33 კმ. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.en_US
dc.coverage.temporal21-ე საუკუნის 10-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2022-04-01T13:05:51Z-
dc.date.available2022-04-01T13:05:51Z-
dc.date.issued2022-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/374915-
dc.descriptionმინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შ.ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართვილოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართ. ტიხრული მინანქარი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმ. გიორგის ორი ხატი ( დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).en_US
dc.description.abstractმარტვილის მონასტერი - ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილში. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრის მახლობლად, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები.მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectმარტვილის წმ. გიორგის ხატიen_US
dc.subjectMartvili St. George iconen_US
dc.subjectმინანქარიen_US
dc.subjectEnamalen_US
dc.titleმარტვილის წმ. გიორგის ხატი. მინანქარი / Martvili St/ George icon, Enamelen_US
dc.title.alternativeსაქართველოს ქალაქებიen_US
dc.title.alternativeხატებიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0153 b.jpgვერსო36.03 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0153 a.jpgრექტო218.48 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.