ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282766
სათაური: ქსენია ფომენკო
ავტორები: ვლადიმიროვი, პეტრე
Владимирив, Петр А.
საკვანძო სიტყვები: ფომენკო, ქსენია ივანეს ასული
რეზიუმე: გლეხი ქსენია ივანეს ასული ფომენკო, თავად დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძის საყვარელი და რუსი კოლას, ანუ ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძის, დედა. იგი გახლდათ ასტრახანის გუბერნიიდან, ენოთაევის, ანუ ჩერნოიარსკის, ოლქიდან, სოფელ ტუნდუტოვადან. ქსენიამ ნიკოლოზის გაჩენის შემდეგ თბილისში შექმნა კომლი და კიდევ ოთხი ბავშვი გააჩინა: ჟორა, ნორა, ვალოდია და ლილი. აღნიშნულის მიუხედავად, მიტუშა აბაშიძის საყვარელს არასდროს მიუტოვებია ნიკოლოზი, ანუ მზრუნველობა არასდროს დაუკლია თავისი პირველი ვაჟისთვის. ქსენია ფომენკო თავიდან მარტო, მოგვიანებით კი ქმარ-შვილთან ერთად ყოველწლიურად ჩამოდიოდა თბილისიდან ხაშურში, ქირაობდა პირველი სკოლის სიახლოვეს მდებარე აბაიაძეების ორსართულიან სახლს და თვეობით ატარებდა დროს ნიკოლოზთან. მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა საქართველოდან სლავური მოსახლეობის მძლავრ გადინებას ჰქონდა ადგილი, შავ ზღვაში სამი გემი გავიდა. აღნიშნული სამი წყალმავალიდან ერთი ჩაიძირა. ძალიან დიდი ალბათობით, მოცემულ ჩაძირულ გემში უნდა მჯდარიყო ქსენია ფომენკო თავის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. უფრო მეტიც! თავადის ყოფილმა საყვარელმა გადასახლების დროს ქმრის დახმარებით ხაშურში მგზავრებით სავსე მატარებელი რამდენიმე საათით გააჩერა და პირველი შვილის ფარულად წაყვანა დააპირა. ეს, საბედნიეროდ, ვერ მოხერხდა, რადგან ტყეში სანადიროდ მყოფი ნიკოლოზი დედას სახლში არ დახვდა და როცა ცხენზე ამხედრებული რუსი კოლა სადგურს მიუახლოვდა, მატარებელი უკვე მიჰქროდა.
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია თბილისში
მფლობელი: ზურაბ ჭიქაბერიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Zurab_Chikaberidze_13.jpg316.79 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Zurab_Chikaberidze_14.jpg397.96 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება