Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282766
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.author | ვლადიმიროვი, პეტრე | - |
dc.contributor.author | Владимирив, Петр А. | - |
dc.date.accessioned | 2018-10-22T08:12:10Z | - |
dc.date.available | 2018-10-22T08:12:10Z | - |
dc.identifier.uri | http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/282766 | - |
dc.description | ფოტო გადაღებულია თბილისში | en_US |
dc.description.abstract | გლეხი ქსენია ივანეს ასული ფომენკო, თავად დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძის საყვარელი და რუსი კოლას, ანუ ნიკოლოზ დიმიტრის/მიტოს/მიტუშას ძე აბაშიძის, დედა. იგი გახლდათ ასტრახანის გუბერნიიდან, ენოთაევის, ანუ ჩერნოიარსკის, ოლქიდან, სოფელ ტუნდუტოვადან. ქსენიამ ნიკოლოზის გაჩენის შემდეგ თბილისში შექმნა კომლი და კიდევ ოთხი ბავშვი გააჩინა: ჟორა, ნორა, ვალოდია და ლილი. აღნიშნულის მიუხედავად, მიტუშა აბაშიძის საყვარელს არასდროს მიუტოვებია ნიკოლოზი, ანუ მზრუნველობა არასდროს დაუკლია თავისი პირველი ვაჟისთვის. ქსენია ფომენკო თავიდან მარტო, მოგვიანებით კი ქმარ-შვილთან ერთად ყოველწლიურად ჩამოდიოდა თბილისიდან ხაშურში, ქირაობდა პირველი სკოლის სიახლოვეს მდებარე აბაიაძეების ორსართულიან სახლს და თვეობით ატარებდა დროს ნიკოლოზთან. მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა საქართველოდან სლავური მოსახლეობის მძლავრ გადინებას ჰქონდა ადგილი, შავ ზღვაში სამი გემი გავიდა. აღნიშნული სამი წყალმავალიდან ერთი ჩაიძირა. ძალიან დიდი ალბათობით, მოცემულ ჩაძირულ გემში უნდა მჯდარიყო ქსენია ფომენკო თავის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. უფრო მეტიც! თავადის ყოფილმა საყვარელმა გადასახლების დროს ქმრის დახმარებით ხაშურში მგზავრებით სავსე მატარებელი რამდენიმე საათით გააჩერა და პირველი შვილის ფარულად წაყვანა დააპირა. ეს, საბედნიეროდ, ვერ მოხერხდა, რადგან ტყეში სანადიროდ მყოფი ნიკოლოზი დედას სახლში არ დახვდა და როცა ცხენზე ამხედრებული რუსი კოლა სადგურს მიუახლოვდა, მატარებელი უკვე მიჰქროდა. | en_US |
dc.subject | ფომენკო, ქსენია ივანეს ასული | en_US |
dc.title | ქსენია ფომენკო | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ზურაბ ჭიქაბერიძე | en_US |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Zurab_Chikaberidze_13.jpg | 316.79 kB | JPEG | View/Open | |
Zurab_Chikaberidze_14.jpg | 397.96 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.