ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2294
სათაური: შალვა დადიანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ღია ბარათი
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
რეზიუმე: შალვა დადიანი – ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" გამოიცა1892 წელს, პროზაული მინიატურები კი იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში" 1896 წლიდან. 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. დადიანს დაწერილი აქვს ისტორიული რომანი ,,გიორგი რუსი”, ,,გვირგვლიანების ოჯახი”, მემუარები გააერთიანა მოგონებათა წიგნში ,,რაც გამახსენდა”, მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Dadiani_Sh_recto.jpgრექტო277.66 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Dadiani_Sh_verso.jpgვერსო209.1 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება