Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2294
Title: შალვა დადიანი
Keywords: პორტრეტი
ღია ბარათი
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
Abstract: შალვა დადიანი – ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" გამოიცა1892 წელს, პროზაული მინიატურები კი იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში" 1896 წლიდან. 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. დადიანს დაწერილი აქვს ისტორიული რომანი ,,გიორგი რუსი”, ,,გვირგვლიანების ოჯახი”, მემუარები გააერთიანა მოგონებათა წიგნში ,,რაც გამახსენდა”, მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Dadiani_Sh_recto.jpgრექტო277.66 kBJPEGThumbnail
View/Open
Dadiani_Sh_verso.jpgვერსო209.1 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.