ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97694
სათაური: რეზო გაბრიაძე
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: რეზო გაბრიაძე (1936) - ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი. იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (ქართული ფილმი 1968), “სერენადა” (ქართული ფილმი 1968), “არ დაიდარდო” (მოსფილმი 1969), “ქვევრი” (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), “შერეკილები” (ქართული ფილმი 1973), “მიმინო” (მოსფილმი 1977), “ქინძაძა” (მოსფილმი 1987) და სხვა. როგორც მხატვარმა, რეზო გაბროაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანია,(მიუნხენი), საფრანგეთი (რენე, დიჟონი), შვეიცარია ,(ლოზანა), რუსეთი (მოსკოვი და პეტერბურგი). ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. ავტორმა პირველი სპექტაკლით „ალფრედი და ვიოლეტა“ დაიპყრო მაყურებელთა გულები. 2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა. რეზო გაბრიაძის თეატრი არა ერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Rezo_Gabriadze.jpg106.7 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება