ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97688
სათაური: პავლე ინგოროყვა
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: პავლე ინგოროყვა (1893-1983) - ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1916 წელს, საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო. 1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო "საქართველოს ეროვნული საბჭოს" წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო "შავჩოხიანთა ჯგუფის" წევრი. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება შავჩოხიანთა ოთხეულის (კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, ალეხსანდრე აბაშელი და პავლე ინგოროყვა) ცნობილი ფოტოსურათი. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო "საქართველოს მწერალთა კავშირის" (თავმჯდომარე კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი) წევრი. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს ეს ჟურნალი აკრძალა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Pavle_Ingorokva.jpg86.7 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება