ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97674
სათაური: ნოდარ დუმბაძე
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: ნოდარ დუმბაძე - (1928-1984) - ქართველი მწერალი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამა დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. 1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Nodar_Dumbadze.jpg46.76 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება