ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97601
სათაური: კახი კალაძე
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: კახი კალაძე (1978) - ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A–ში. ამ წელს „მილანმა“ მოიგო იტალიის თასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. კალაძე გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის „დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. საქართველოში დაბრუნებული 2012 წელს "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kakhi_Kaladze.jpg95.74 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება