ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/97544
სათაური: გივი ალხაზიშვილი
ავტორები: სულაკაური, ზაალ
საკვანძო სიტყვები: კარიკატურა
ქართველი კარიკატურისტები
სულაკაური, ზაალ (1970)
აღწერილობა: გივი ალხაზიშვილი (1944) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.საშუალო სკოლა დაამთვარა 1961 წელს ქუთაისში. ამავე წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. 1963-66 წლებში გაამწესეს რუსეთის ჯარში, ანტისაბჭოური პროპაგანდისათვის. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ “პირველ სხივში”, “ახალგაზრდა კომუნისტში” და “ცისკარში”. პირველი კრებული “ლექსები” გამოსცა გამომცემლობა “მერანმა” 1972 წელს, ნიკა აგიაშვილის დიდი დახმარებით, რადგან წიგნი “მერანის” მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა გროგოლ ჩიქოვანმა დააპატიმრა თავის კაბინეტში და თვითონ ექვსთვიან შემოქმედებით მივლინებაში წავიდა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ კრებულში არ იყო არც ერთი სოციალისტური ლექსი, რასაც გრიგოლ ჩიქოვანი დაჟინებით ითხოვდა. ნიკა აგიაშვილი, მაშინ მთავარ რედაქტორს ცვლიდა დროებით და მან გამოიტანა კაბინეტში ჩაკეტილი წიგნი, მოაწერა ხელი და გაუშვა დასაბეჭდად.
შესულია კოლექციებში:კარიკატურა, შარჟი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Alkhazishvili.jpg96.34 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება