ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/9348
სათაური: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი შვილიშვილთან შალვა აშხაცავასთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ერისთავები
აშხაცავა, შალვა სიმონის ძე (1922-1982)
ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე (1866-1929)
რეზიუმე: ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე. ცნობილი დეკლამატორი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა “სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებულიუ ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები”(ს.მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ.1938. გვ.168). კოლა ერისთავი ერთი პერიოდი მსახურობდა ქიზიყის მხარეში, იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში. შალვა აშხაცავა - ქსნის ერისთავის, ნინო ნიკოლოზის ასული ერისთავის და სიმონ მიხეილის ძე აშხაცავას ვაჟი.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: თამარ აშხაცავა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Eristavi_Kolia -Shvilishvili Shalva_Ashxatava.jpg155.81 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება