ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/83022
სათაური: აკაკი პაპავას ოჯახი
საკვანძო სიტყვები: პაპავა, აკაკი (1890-1964)
გოგოლაშვილი-პაპავა, თამარ სიმონის ასული (1888-1976)
პაპავა-ჭეიაშვილისა, მზია აკაკის ასული (1917-2007)
ჭეიშვილი, გულნარა ალექსანდრეს ასული
ჭეიშვილი, მზია ლეონიდეს ასული
ჭეიშვილი, სალომე ალექსანდრეს ასული
გამოცემის თარიღი: 15-Mar-1964
რეზიუმე: აკაკი პაპავა - მწერალი, ჟურნალისტი და სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. აკაკი პაპავა გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს. თამარ პაპავა - მწერალი, აკაკი პაპავას მეუღლე და ცნობილი ქართველი მსახიობის – სიმონ გოგოლაშვილის ქალიშვილი. აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული
აღწერილობა: მარცხნიდან: გულნარა ჭეიშვილი, აკაკი პაპავა, მზია ჭეიშვილი, თამარ გოგოლაშვილი-პაპავა, მზია პაპავა-ჭეიშვილი, სალომე ჭეიშვილი. ფოტო გადაღებულია მონტევედოში გამგზავრების წინ
მფლობელი: ზურაბ საყვარელიძე
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Papavebi_27.jpgრექტო680.59 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Papavebi_28.jpgვერსო729.22 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება