ანთიმოზ ივერიელის კოლექცია : [2] კოლექციის მთავარი გვერდი

Logo
border

ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი (დ. 1650 ან 1660 − გ. 1716) — ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. 1708 წელს ვლახეთის მიტროპოლიტი. საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული მოხვდა ვლახეთში, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან იმ ასაკისა გაიტაცეს, როცა იგი სავსებით ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ვლახეთში გაშალა მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა. ამ დროს იქაურობას განაგებდა კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად ითვლება. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელმა დიდი ამაგი დასდო რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებას. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა „სახარება“. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს.

დათვალიერება
გამოიწერეთ კოლექცია და მიიღეთ შეტყობინება განახლებების შესახებ ელ–ფოსტაზე RSS Feed RSS Feed RSS Feed
Collection's Items (Sorted by დამატების თარიღი in კლებადი order): 1 to 2 of 2
წინასწარი
დათვალიერება
გამოცემის თარიღისათაურიავტორი / ავტორები
Antimoz_Iverieli_Samgvto_da_Samgvdelo.pdf.jpg1709სახარებაAntim Ivireanul, mitropolit al Ungrovlahiei (1650-1716); Iştvanovici, Mihai; Nicolae, călugăr, fiul lui Orbeli; Wakhthang, guvernatorul Georgiei
Antimoz_Ivelieli_Bibilon_periekhon.pdf.jpg1710წიგნი შემცველი მღვდელმსახურებისა წმიდა ეკატერინეს და წმიდა სინას მთის სამლოცველოსიAntim Ivireanul, mitropolit al Ungrovlahiei (1650-1716); Gregoras, Mitrofan; Brâncoveanu, Constantin, domnitor al Ţării Româneşti (1688-1714)
Collection's Items (Sorted by დამატების თარიღი in კლებადი order): 1 to 2 of 2