ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68107
სათაური: | თამარ ვასილის ასული ლაშქარაშვილი სტუმრად სიღნაღში |
ავტორები: | სილდირიანი, მ. |
საკვანძო სიტყვები: | ლაშქარაშვილი, თამარ ვასილის ასული (1916-?) ბიძინაშვილი, ზაქარია მოსეს ძე (1910-1976) სიღნაღი |
რეზიუმე: | თამარ ლაშქარაშვილი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, 1937-დან 1951 წლამდე პედაგოგიურ სამუშაოზეა. იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1951 წლის დეკემბრიდან 1952 წლის აპრილამდე იგი მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგედ. 1953 წლის აპრილიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, ხოლო 1952 წლის სექტემბრიდან საქართველოს კპ თბილისის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1953 წლის აპრილიდან თ. ვ. ლაშქარაშვილი მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სკოლების განყოფილების გამგედ, ხოლო 1956 წლიდან, განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ - მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1960 წლის მაისში თ. ვ. ლაშქარაშვილი დაინიშნა საქართველოს სსრ განათლების მინისტრად (1960-1976). დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. ზაქარია ბიძინაშვილი - სიღნაღის რაიკომის პირველი მდივანი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და დამზადების მინისტრის მოადგილე, საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე. |
აღწერილობა: | მარცხნიდან: პირველი - ზაქარია ბიძინაშვილი; მესამე - თამარ ლაშქარაშვილი. გადაღების თარიღი უცნობია |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
BIdzinashvili.jpg | 775.81 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება