ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67817
სათაური: ნიკო დიასამიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
დიასამიძე, ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე (1845-1897)
ეროვნული სამოსი
ჩოხა
რეზიუმე: ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დიასამიძე - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში (სადაც მამულების და მდიდრულად გაწყობილი სახლების პატრონი იყო), გამართული ჰქონდა სალონები. ამ სალონებში იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება (აკაკი და გიორგი წერეთლები, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი...), იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები (ე.წ. ორშაბათები), თეატრალური წარმოდგენები. აქვე, სოფელ ბრილში ნიკო დიასამიძის სალონში - 1892 წლის 6 სექტემბერს შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით გაზეთი "კვალი" დააარსა. 1877 წელს ნიკოლოზ დიასამიძემ და ალალო თუთაევმა (მწერალი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი) საკუთარი ხარჯით გორის ძველი როტონდა გადააკეთეს თეატრად, სადაც გორის "სცენის მოყვარულთა საზოგადოება" თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა. ნიკოლოზ დიასამიძე 1897 წლის 13 აგვისტოს მოკლეს სოფ. ბრილში რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია
მფლობელი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Akaki-Weretlis_Saxelmwifo _Muzeumi-001.jpgრექტო233.68 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Akaki-Weretlis_Saxelmwifo _Muzeumi-003.jpgვერსო258.97 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება