ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/6388
სათაური: | ომისა და შრომის ვეტერანი ვიქტორ ალექსანდრეს ძე ჩაჩიბაია მეგობართან ერთად |
აღწერილობა: | ვიქტორ ალექსანდრეს ძე ჩაჩიბაია (ფოტოზე გამოსახულია მარცხნივ)დაიბადა 1902 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში. ომისა და შრომის ვეტერანი, საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირისა და საზოგადოება ,,ცოდნის“ წევრი. 1932 წელს ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, შემდგომში საქართველოს კომპარტიის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, გაგრის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, საქართველოს სსრ დამზადების სახალხო კომისრის მოადგილე, 1940-41 წლებში საქართველოს მეცხოველეობის ტრესტის მმართველი, 1941-46 წლებში მსახურობდა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ "საქწიგნის" განყოფილების გამგე. გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს საზოგადოება "ცოდნის" ხაზით. იყო თბილისის ყოფილი ლენინის რაიონის ვეტერან კომუნისტთა და სამამულო ომის ვეტერანთა საბჭოს წევრი, გარდაიცვალა 1987 წელს თბილისში. დასაფლავებულია მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
მფლობელი: | მარო ჩაჩიბაია-გვარამია ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფოტოკოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
04 Viqtor Aleqsis dze CHaChibaia.jpg | 164.12 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება