ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/6025
სათაური: გორის ინსტიტუტის პედაგოგები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
უგრელიძე, ნიკოლოზ ქრისტეფორეს ძე (1895-1960)
მურვანიშვილი, მიხეილი (1875–1959)
რეზიუმე: მიხეილ მურვანიშვილი - პირველი პრაქტიკოსი მეტყევე, ახალი ხელოვნური ტყეების შექმნის ინიციატორი საქართველოში. 1893 წელს დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი. იმავე წელს დაინიშნა მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. 1921-1922 წწ. მან პირველმა დააარსა თესლის საშრობი ქარხანა. აქ მზადდებოდა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირის ქალაქებში, არამედ ევროპაშიც. მანვე მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში, გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში. 1935 წლიდან მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორია, მისი დამსახურებით სურამის გარშემო 130 ჰა-ზე გააშენეს ფიჭვნარი. ნიკოლოზ უგრელიძე - სატყეო მეურნეობის სპეციალისტი, პედაგოგი ქალაქ გორის ინსტიტუტში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
აღწერილობა: მარცხცნიდან: მესამე მიხეილ მურვანიშვილი, მის გვერდით ნიკოლოზ უგრელიძე. მარჯვნიდან მესამე: ნანეიშვილი. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნიკოლოზ უგრელიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Goris _Instituti-34.jpgრექტო268.75 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება