ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5713
სათაური: სოფრომ მგალობლიშვილი
ავტორები: როინაშვილი, ალექსანდრე
Роинов, Александр Соломонович
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
მგალობლიშვილი, სოფრომ (1851-1925)
გამოცემის თარიღი: 18-May-1898
რეზიუმე: სოფრომ მგალობლიშვილი - მწერალი, ხალხოსანი და გაზეთ „დროების“ (გამოდიოდა 1866-1885 წლებში) თანამშრომელი. ს. მგალობლიშვილის ინიციატივით 70 -იან წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში დაარსდა მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალი „შრომა“. მასში თანამშრომლობით გაიწაფნენ შემდგომში ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი. 1893 – 1897 წლებში მუშაობდა ფოთში, სამეგრელოს საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897 – 1910 წლებში - თბილისში, სინოდის კანტორაში. გორის ხალხოსანთა რევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის ორჯერ (1876 და 1878 წლებში) იყო დაპატიმრებული. ეროვნული საკითხის გამო მოუხდა მას შეჯახება სასწავლებლის ახლადდანიშნულ ინსპექტორ ვინმე ბელიაევთან 1890 წელს, რის შედეგადაც ს. მგალობლიშვილი იძულებული გახდა გორი დაეტოვებინა. იგი დაინიშნა ფოთში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის კანცელარიის მდივნად.
მფლობელი: ლევან თაქთაქიშვილი
შესულია კოლექციებში:ალექსანდრე როინაშვილის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
14 sofrom mgaloblishvili.jpg584.1 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება