ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52559
სათაური: ნიკოლოზ (კოლია) ქვარიანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე (1900-1980)
ემიგრანტები
მოჭიდავე
ეროვნული სამოსი
გამოცემის თარიღი: 22-Sep-1934
რეზიუმე: კოლია ქვარიანი - წარმოშობით ლეჩხუმელი კოლა ქვარიანი ქუთაისში, ვექილ ნესტორ ქვარიანის ოჯახში. ქუთაისში დაამთავრა გიმნაზია. 1910 წელს დაუწყო ჭიდაობა. მალე კლასიკურ ჭიდაობაში დაოსტატდა და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა. 1927 წელს კოლა მოსკოვში ჩავიდა, ივან პოდუბნიმ კოლა ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა და სახელიც მალე გაითქვა. ლონდონში შეხვდა გიმნაზიის მეგობარი, მერაბ კვიტაშვილი, რომელიც იქ 1919 წლიდან ცხოვრობდა. როცა ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა, კანადაში მიიწვიეს. დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოს, ქართულ-ამერიკულ ლიგას. აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, არასოდეს აკლდებოდა ქართულ შეკრებებსა და ღონისძიებებს. გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 79 წლის ასაკში.
აღწერილობა: ფოტოზე არის ლევან ზურაბიშვილისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მინაწერი
მფლობელი: სალომე ზურაბიშვილი
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kolia_Qvariani.jpg444.14 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება