ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/513333
სათაური: | უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი იალტის კონფერენციაზე |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ჩერჩილი, უინსტონ ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილის ძე(1874-1965) რუზველტი, ფრანკლინ (1882-1945) ჯუღაშვილი, იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953) |
გამოცემის თარიღი: | Feb-1945 |
რეზიუმე: | ფოტოზე: პირველ რიგში პირველი ზის: სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი - ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო, ორატორი და მწერალი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს 1940—1945 წლებში და მეორედ - 1951—1955 წლებში. „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953); მეორე: ფრანკლინ დელანო რუზველტი - აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა ამ პოსტს. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ და მესამე: იოსებ ბესარიონის ძე სტალინი - ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. ფოტო გადაღებულია იალტის კომფერენციაზე - იალტის კონფერენცია, აგრეთვე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია - მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი |
აღწერილობა: | დიდი ალიანსის („დიდი სამეულის“) ლიდერების - უინსტონ ჩერჩილის (დიდი ბრიტანეთი), ფრანკლინ რუზველტის (აშშ) და იოსებ სტალინის (საბჭოთა კავშირი) შეხვედრა იალტის (ყირიმის) 1945 წლის კონფერენციაზე |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
2993.jpg | 145.64 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება