Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/513333
Title: უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი იალტის კონფერენციაზე
Keywords: ჯგუფური
ჩერჩილი, უინსტონ ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილის ძე(1874-1965)
რუზველტი, ფრანკლინ (1882-1945)
ჯუღაშვილი, იოსებ ბესარიონის ძე (1878-1953)
Issue Date: Feb-1945
Abstract: ფოტოზე: პირველ რიგში პირველი ზის: სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი - ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სამხედრო, ორატორი და მწერალი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს 1940—1945 წლებში და მეორედ - 1951—1955 წლებში. „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953); მეორე: ფრანკლინ დელანო რუზველტი - აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა ამ პოსტს. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ და მესამე: იოსებ ბესარიონის ძე სტალინი - ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. ფოტო გადაღებულია იალტის კომფერენციაზე - იალტის კონფერენცია, აგრეთვე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია - მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი
Description: დიდი ალიანსის („დიდი სამეულის“) ლიდერების - უინსტონ ჩერჩილის (დიდი ბრიტანეთი), ფრანკლინ რუზველტის (აშშ) და იოსებ სტალინის (საბჭოთა კავშირი) შეხვედრა იალტის (ყირიმის) 1945 წლის კონფერენციაზე
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2993.jpg145.64 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.