ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505370
სათაური: მემედ აბაშიძე და სულეიმან დიასამიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
მემედ-ბეგი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
მწერალი
პუბლიცისტი
სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
დიასამიძე, სულეიმან (1893-1962)
ქართველი რევოლუციონერი
გამოცემის თარიღი: 1918
რეზიუმე: ფოტოზე შუაში: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; გვერდით უდგას: სულეიმან დიასამიძე - ქართველი რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე. დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებთან და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და პანთურქულ მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
აღწერილობა: გურამ შარაძის კაბინეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2582.jpgრექტო139.32 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2654.jpgვერსო226.22 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2655.jpgვერსო217.9 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება