ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505158
სათაური: | მემედ აბაშიძე და შალვა დადიანი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937) ქართველი საზოგადო მოღვაწე მწერალი პუბლიცისტი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959) ქართველი მწერალი დრამატურგი მსახიობი მთარგმნელი რეჟისორი |
რეზიუმე: | ფოტოზე: ქალაქ ბაქოს ქართული სკოლისა და თეატრის ინიციატორები. მეორე რიგში მესამე ზის: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; მეოთხე: შალვა დადიანი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; არის კომედიური ჟანრის ფუძემდებელი ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის კაბინეტი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
2517.jpg | 114.65 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება