ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/505141
სათაური: მემედ და ასლან აბაშიძეები აჰმედ ათაბაგთან ერთდ
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
ქართველი სახელმწიფო მოღვაწე
მწერალი
პუბლიცისტი
სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
აბაშიძე, ასლან იბრაჰიმის ძე
ათაბაგი, აჰმედ
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან პირველი დგას: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; მეორე: აჰმედ ათაბაგი - მემედის და ასლანის დის ქმარი; წამოწოლილია: ასლან აბაშიძე, ასლანბეგი - ქართველი გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო რაზმს. იბრძოდა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმთა შეიარაღებულ რაზმებს. იმავე წელს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს დავალებათა ოფიცრად, მიენიჭა ჯერ პოლკოვნიკის, შემდეგ კი გენერლის ჩინი. იყო საქართველოს ერთადერთი გენერალი აჭარიდან. 1918 წლის ბოლოს მონაწილეობდა სომხეთთან ომში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გადასახლდა თურქეთში. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. მოკლეს სტამბოლში 1924 წელს, სავარაუდოდ მოწამლეს საბჭოთა კავშირის აგენტებმა. არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.
აღწერილობა: გურამ შარაძის კაბინეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2512.jpg233.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება