ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/504949
სათაური: | მემედ აბაშიძე, შალვა დადიანი, მსახიობი მატარაძე |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937) დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959) მატარაძე, ვიქტორ ნიკოლოზის ძე (1888-1953) |
რეზიუმე: | ფოტოზე მარცხნიდან დგანან: შალვა დადიანი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი; ვიქტორ მატარაძე - ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი; ზის - მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის კაბინეტი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
2565.jpg | 149.7 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება