Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/504909
Title: | მემედ აბაშიძე ოჯახთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937) აბაშიძე, ჰასან იბრაჰიმის ძე (1870-1957) აბაშიძე, იბრაჰიმ აბაშიძე, ჰუსეინ (ფაშა) აბაშიძე, ზია ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი (1875-?) აბაშიძე, რიზა ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი |
Abstract: | მარცხნიდან პირველ რიგში დგას: იბრაჰიმ აბაშიძე. სხედან: ჰასან აბაშიძე - სამხედრო პირი, მემედ აბაშიძის უფროსი ძმა და იბრაჰიმ აბაშიძის ბიძა (დაიბადა და გარდაიცვალა თურქეთში, უცოლ-შვილო); ჰუსეინ აბაშიძე (ფაშა) - მემედის ღვიძლი ბიძა (მამის ძმა), გენერალი; ფოტოზე მარჯვნიდან პირველი დგას: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; უკანა რიგში მარცხნიდან დგანან ძმები: ზია-ბეგ აბაშიძე - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა წარმომადგენელი; რიზა აბაშიძე - დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი. |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დეპოზიტარიუმი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
2725.jpg | რექტო | 104.59 kB | JPEG | View/Open |
2726.jpg | ვერსო | 65.07 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.