ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/504909
სათაური: მემედ აბაშიძე ოჯახთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
აბაშიძე, ჰასან იბრაჰიმის ძე (1870-1957)
აბაშიძე, იბრაჰიმ
აბაშიძე, ჰუსეინ (ფაშა)
აბაშიძე, ზია ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი (1875-?)
აბაშიძე, რიზა ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი
რეზიუმე: მარცხნიდან პირველ რიგში დგას: იბრაჰიმ აბაშიძე. სხედან: ჰასან აბაშიძე - სამხედრო პირი, მემედ აბაშიძის უფროსი ძმა და იბრაჰიმ აბაშიძის ბიძა (დაიბადა და გარდაიცვალა თურქეთში, უცოლ-შვილო); ჰუსეინ აბაშიძე (ფაშა) - მემედის ღვიძლი ბიძა (მამის ძმა), გენერალი; ფოტოზე მარჯვნიდან პირველი დგას: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; უკანა რიგში მარცხნიდან დგანან ძმები: ზია-ბეგ აბაშიძე - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მუსლიმთა წარმომადგენელი; რიზა აბაშიძე - დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2725.jpgრექტო104.59 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2726.jpgვერსო65.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება