Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/504488
Title: ქართველ მუსლიმანთა ჯგუფი
Keywords: ჯგუფური
ქართველი მუსლიმები
გოგიბერიძე, მემედ (1882-1937)
თხილაიშვილი, ჰასან დედორეს ძე (1891-1942)
ბეჟანიძე, მემედ სეფერის ძე
აბაშიძე, ზია ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი (1875-?)(
ქიქავა, ჯემალ
შაშიკაშვილი, იბეთ
აბაშიძე, ჰაიდარ ალის ძე (1893-1965)
თავდგირიძე, ოსმან (1938-1909)
აბაშიძე, ასლან (ასლან ბეგი) იბრაჰიმის ძე (1877-1924)
აბაშიძე, რიზა (1879-?)
Issue Date: 1917
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან პირველ რიგში პირველი: მემედ გოგიბერიძე - თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, რევოლუციონერი. ქართველ მუსლიმთა რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის საპატიო წევრი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 1919 წლიდან ეხმარებოდა ბოლშევიკებს; მეორე: ჰასან თხილაიშვილი - ქართველი პოეტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე აჭარაში. აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისა და იქიდან ოსმალო დამპყრობთა განდევნისათვის. დიდი მუშაობა გასწია ქობულეთის რაიონში ქართული სკოლების გახსნისთვის; მეორე რიგში პირველი: მემედ ბეჟანიძე; მესამე: ზია აბაშიძე - თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ზია აბაშიძე იყო ბათუმის ქალაქის თავის მოადგილე, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის მთავარი რწმუნებული და ბათუმის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე; მეოთხე: ჯემალ ქიქავა; მეხუთე: იბეთ შაშიკაშვილი; მეექვსე: ჰაიდარ აბაშიძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918–1920 წლებში იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. იყო სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წევრი; მესამე რიგში პირველი: ოსმან თავდგირიძე (ოსმან ფაშა) - სამხედრო პირი, ქვემო აჭარის მმართველი XIX საუკუნის შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი "აჭარელ ოსმან-ფაშად" წოდებული. ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი; მეოთხე: ასლან აბაშიძე - ქართველი გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო რაზმს. იბრძოდა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში; მეშვიდე: რიზა აბაშიძე - დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი.
Description: გურამ შარაძის კაბინეტი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
2693.jpgრექტო125.19 kBJPEGThumbnail
View/Open
2694.jpgვერსო49.38 kBJPEGThumbnail
View/Open
2723.jpgვერსო100.77 kBJPEGThumbnail
View/Open
2724.jpgვერსო58.16 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.