ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/503479
სათაური: მემედ აბაშიძე და შალვა დადიანი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
აბაშიძე, მემედ იბრაჰიმის ძე (1873-1937)
მემედ-ბეგი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი მწერალი
ქართველი პუბლიცისტი
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი
ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელი
დადიანი, შალვა ნიკოლოზის ძე (1874-1959)
ქართველი მწერალი
ქართველი დრამატურგი
ქართველი მსახიობი
მთარგმნელი
ქართველები ბაქოში
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი
გამოცემის თარიღი: 1927
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან პირველი: მემედ აბაშიძე (მემედ-ბეგი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა; მარცხნიდან მეორე: შალვა დადიანი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან; დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის შემოქმედებაში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950–1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. ფოტო გადაღებულია ბაქოში.
აღწერილობა: გურამ შარაძის კაბინეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2673.jpgრექტო83.51 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2674.jpgვერსო41.6 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება