ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/498228
სათაური: | ირაკლი ბაგრატიონი მამასთან და შვილთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ბაგრატიონ-მუხრანელი, ირაკლი (1909-1977) ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი (ხორხე) ირაკლის ძე (1944-2008) ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი ბაგრატიონები |
რეზიუმე: | ფოტოზე მარცხნიდან პირველი: ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი - საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ევროპაში. 1939 წელს მან დააარსა დღეს ევროპაში ფართოდ ცნობილი რაინდული ორდენი „მაცხოვრის კვართის ორდენი“, ამასთან, იგი იყო „იერუსალიმის წმ. იოანეს ორდენის“ რაინდი. 1942 წელს ი. ბაგრატიონ-მუხრანელის თაოსნობით გერმანიაში დაარსდა ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, რომლის უზენაესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღება; ირაკლი ბაგრატიონის მამა - გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და შვილი - გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი - ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეობითი თავი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე; წარსულში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ავტომრბოლელი. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Giorgi_Kobakhidze-2125.jpg | 210.15 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება