ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/498023
სათაური: | ნამეტია გოგუაძე შალვა ამირეჯიბის საფლავთან |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ბერძენიშვილი, ნამეტია (ივლიტე) ანტონის ასული (1891-1988) ნამეტია გოგუაძე ქართველები უცხოეთში ქართველები საფრანგეთში ამირეჯიბი, შალვა გიორგის ძე (1887-1943) ქართველი ემიგრანტი პოეტი პოლიტიკური მოღვაწე |
რეზიუმე: | ფოტოზე: ნამეტია (ივლიტე) ბერძენიშვილი - ქართველი სამხედრო მოღვაწის, ვლადიმერ გოგუაძის მეუღლე. ნამეტია (ივლიტე) ბერძენიშვილი - სახალხო გვარდიელი, მეუღლესთან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე და მასთან ერთდ წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა ქართული სასაფლაოსთვის და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრებ ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის გამო ნამეტიას „ლევილის დედა“ შეარქვეს. 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ, პირველად სათვისტომოს ისტორიაში, ნამეტიას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა; შალვა ამირეჯიბი - ქართველი ემიგრანტი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Giorgi_Kobakhidze-2085.jpg | 239.77 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება