ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/497409
სათაური: ვიქტორ ხომერიკი, ლევან ფაღავა
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ხომერიკი, ვიქტორ ნოეს ძე (1910-1994)
ქართველი ემიგრანტი
ნოე ხომერიკის შვილი
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე
ქართველები უცხოეთში
ქართველები საფრანგეთში
ფაღავა, ლევან სამსონის ძე (1907-1998)
აგვისტოს აჯანყების მონაწილე
სოციალ-დემოკრატები
რეზიუმე: ფოტოზე მარეცხენა ფლანგში მეორე ზის: ფოტოზე ცენტრში დგას: ვიქტორ ხომერიკი - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, გრიგოლ რობაქიძის ფონდის ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამგეობის წევრი. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იყო ჯენერალ მოტორსის წარმომადგენელი საფრანგეთში. ვიქტორ ხომერიკი მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას, იგი დიდი ავტორიტეტის გამო განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა. იყო მსოფლიო ემიგრანტთა მთავარი კომიტეტის გამგეობის წევრი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე ერთ-ერთი მზრუნველი. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის დროსაც მან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიხსნა ქართველი ტყვეები გესტაპოს საკონცენტრაციო ბანაკიდან, რისთვისაც სამჯერ მოხვდა დასახვრეტთა სიაში; მარჯვენა ფლანგზე მესამე ზის: ლევან ფაღავა - ემიგრანტი პოლიტიკოსი. ნოე ჟორდანიას სიძე. 17 წლის ასაკში მაღაროს მუშებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ემიგრაციაში ქართველ სოციალ–დემოკრატებს შეუერთდა.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(14267).jpg87.64 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება