ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/495258
სათაური: | მიხაკო წერეთელი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) სვიმონის ძე (1878-1965) ქართველი ემიგრანტი ქართველები უცხოეთში ქართველი მეცნიერი ქართველი საზოგადო მოღვაწე ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ქართველი ლინგვისტი საქართველოს ეროვნული გმირი |
რეზიუმე: | ფოტოზე მარცხნიდან პირველი: მიხეილ (მიხაკო) წერეთელი - ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის უმცროსი ძმა, საქართველოს ეროვნული გმირი. სხვადასხვა დროს იყო მარქსისტი, ანარქისტი, ნაციონალისტი. 1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. 1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ერთ-ერთი ლიდერი. ასევე იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“ |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(1277).jpg | 216.54 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება