ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/495256
სათაური: | მიხაკო წერეთელი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) სვიმონის ძე (1878-1965) ქართველი მეცნიერი ქართველი ლინგვისტი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ქართველი საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეროვნული გმირი ქართველი ემიგრანტი |
რეზიუმე: | ფოტოზე მარცხნიდან პირველი: მიხეილ (მიხაკო) წერეთელი - ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის უმცროსი ძმა, საქართველოს ეროვნული გმირი. სხვადასხვა დროს იყო მარქსისტი, ანარქისტი, ნაციონალისტი. 1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. 1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ერთ-ერთი ლიდერი. ასევე იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“ |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(1275).jpg | 228.76 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება