ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/493465
სათაური: ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი თანარაზმელები
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჩოლოყაშვილი, ქაიხოსრო (ქაქუცა) (1888-1930)
სულხანიშვილი, ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე (1896-1990)
ჭავჭავაძე, სპირიდონ მიხეილის ძე (1878-1952)
ჩიქოვანი, ლელო
ვაჩნაძე, ელიზბარ
ერისთავი, რაფიელ (რაფო) (-1977)
ქართველი ემიგრანტი
ქართველი სამხედრო მოღვაწე
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე
ქართველი პოლიტიკური ემიგრანტი
შეფიცულთა რაზმი
1924 წლის აგვისტოს აჯანყება
ქართველი ეროვნული გმირი
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან სხედან: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი - ქართველი ემიგრანტი, სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული გმირი. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. მსახურობდა სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში, სადაც მეთაურობდა დივიზიონის პირველ ესკადრონს.1920 წლის ზაფხულიდან მსახურობდა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილთან განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, დასავლეთ საქართველოში ჩამოაყალიბა ცხენოსანი ნაწილი, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. იყო ,,შეფიცულთა რაზმის“ წევრი; სპირიდონ ჭავჭავაძე - ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918). 1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა დანიშნა ანტისაბჭოთა აჯანყების (1924) მთავარსარდლად. მარცხნიდან დგანან: ლელო ჩიქოვანი - 1922-1924 წლებში ლელო ჩიქოვანი მონაწილეობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი; ელიზბარ ვაჩნაძე - 1924 წ. აჯანყების მონაწილე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; რაფო ერისთავი - ქართველი ემიგრანტი, შიფიცულთა რაზმის წევრი (პარტიზანული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში 1922 წელს, ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღსადგენად); ალექსანდრე (საშა) სულხანიშვილი - ქართველი სამხედრო პირი, პოლიტიკური ემიგრანტი, მემუარისტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა პარტიზანულ მოძრაობაში და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. საქართველოს დაუბრუნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხმალ–სატევარი და მისივე ეროვნული დროშა (ამჟამად დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში).
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(14337).jpg150.81 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება