Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/492407
Title: კარლო ინასარიძე
Keywords: ჯგუფური
ინასარიძე, კარლო (1919 -2007)
ქართველი ემიგრანტი
ქართველები უცხოეთში
ქართველები გერმანიაში
ქართველები საფრანგეთში
Abstract: ფოტოზე მარცხნიდან მეოთხე: კარლო ინასარიძე - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ემიგრანტ ქართველთა შორის, ის ერთ–ერთი მრავალმხრივი და აქტიური მოღვაწეთაგანია. ოჯახთან ერთად მიუნხენში ცხოვრობდა, მაგრამ ამავე დროს იყო საფრანგეთში ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტების არქივის შემგროვებელი, დამცველი და მოამაგე, ხელმძღვანელობდა ლევილის უმდიდრეს ბიბლიოთეკას. მისი ანდერძის თანახმად გადმოეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არქივი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კარლო ინასარიძის პირად არქივს, არამედ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წლობით ნაგროვებ მასალას, რაც დიდი ძალისხმევითა და რუდუნებით არის თავმოყრილი. არქივში დაცულია უმდიდრესი და უნიკალური ფოტოები, კორესპოდენცია, ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პერიოდული გამოცემები და წიგნები საქართველოს შესახებ.ასევე, მისი თაოსნობითა და მხარდაჭერით თბილისში ჩამოიტანეს პარიზის შადრევანი ე.წ. „ვალასის წყარო“, რომელიც დღეს თბილისში ერეკლეს მოედანს ამშვენებს, ხოლო საკუთარი სოფლის, კუშუბაურის, გაუქმებული ეკლესიისათვის მან გამოგზავნა გერმანიაში ჩამოსხმული დიდი ზარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს კი საჩუქრად გადასცა როდენის „მოაზროვნის“ პარიზში ჩამოსხმული ასლი. საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Kobakhidze_(829).jpg109.68 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.