ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/492407
სათაური: კარლო ინასარიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ინასარიძე, კარლო (1919 -2007)
ქართველი ემიგრანტი
ქართველები უცხოეთში
ქართველები გერმანიაში
ქართველები საფრანგეთში
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან მეოთხე: კარლო ინასარიძე - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ემიგრანტ ქართველთა შორის, ის ერთ–ერთი მრავალმხრივი და აქტიური მოღვაწეთაგანია. ოჯახთან ერთად მიუნხენში ცხოვრობდა, მაგრამ ამავე დროს იყო საფრანგეთში ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტების არქივის შემგროვებელი, დამცველი და მოამაგე, ხელმძღვანელობდა ლევილის უმდიდრეს ბიბლიოთეკას. მისი ანდერძის თანახმად გადმოეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არქივი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კარლო ინასარიძის პირად არქივს, არამედ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წლობით ნაგროვებ მასალას, რაც დიდი ძალისხმევითა და რუდუნებით არის თავმოყრილი. არქივში დაცულია უმდიდრესი და უნიკალური ფოტოები, კორესპოდენცია, ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პერიოდული გამოცემები და წიგნები საქართველოს შესახებ.ასევე, მისი თაოსნობითა და მხარდაჭერით თბილისში ჩამოიტანეს პარიზის შადრევანი ე.წ. „ვალასის წყარო“, რომელიც დღეს თბილისში ერეკლეს მოედანს ამშვენებს, ხოლო საკუთარი სოფლის, კუშუბაურის, გაუქმებული ეკლესიისათვის მან გამოგზავნა გერმანიაში ჩამოსხმული დიდი ზარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს კი საჩუქრად გადასცა როდენის „მოაზროვნის“ პარიზში ჩამოსხმული ასლი. საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(829).jpg109.68 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება