ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491342
სათაური: | მამია ბერიშვილი, ქრისტინე ბერიშვილი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ბერიშვილი, მამია ნესტორის ძე (1917-2003) ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკი ქართველები უცხოეთში ქართველი ემიგრანტი ქართველები საფრანგეთში ქართველი პოლიტიკოსი ქართველი ექიმი 1941 წლის ომში |
რეზიუმე: | ფოტოზე მარცხნიდან პირველი: მამია ბერიშვილი - ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - ნოე რამიშვილის დისშვილი. 1941 წელს ომში ექიმად მსახურობდა. ომის შემდეგ, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და უცხოეთში (საფრანგეთში) აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას. ლევილში დასახლდა. გახდა ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე (1986). 1959 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანია და რაც ყველაზე მთავარია, მამია ბერიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ერთ-ერთი მესვეური, მასვე ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მეტად მდიდარი კოლექცია. 1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება; მეორე: მამია ბერიშვილის მეუღლე - ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკი. ქრისტინე ბერიშვილი აწარმოებდა ქართული ასოციაციის ფრანგულ ოქმებს, უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(581).jpg | 111.69 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება