Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491105
Title: ივანე ჯავახიშვილი მეგობრებთან ერთად
Keywords: ჯგუფური
ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (18776-1940)
ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე (1874-1944)
ქართველი მეცნიერი
ქართველი ისტორიკოსი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ანდრონიკაშვილი, ლუარსაბ ნიკოლოზის ძე (1872-1939)
Issue Date: 1901
Abstract: სხედან მარცხნიდან პირველი: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - ქართველი მეცნიერი იურისტი და საზოგადო მოღვაწე; მეორე: პროფესორი ზურაბ ავალიშვილი - ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან მოამზადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომელიც 26 მაისს მცირე ცვლილებით იქნა მიღებული. მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ზურაბ ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი; მესამე: ივანე ჯავახიშვილი -ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; დგანან (მარცხნიდან) ყაზახაშვილი, ნიჟარაძე.
Description: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი; ფოტო გადაღებულია სანკტ პეტერბურგში.
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დეპოზიტარიუმი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Givi_Kobakhidze_(519).jpg252.56 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.