Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491105
Title: | ივანე ჯავახიშვილი მეგობრებთან ერთად |
Keywords: | ჯგუფური ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (18776-1940) ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე (1874-1944) ქართველი მეცნიერი ქართველი ისტორიკოსი ქართველი საზოგადო მოღვაწე ანდრონიკაშვილი, ლუარსაბ ნიკოლოზის ძე (1872-1939) |
Issue Date: | 1901 |
Abstract: | სხედან მარცხნიდან პირველი: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - ქართველი მეცნიერი იურისტი და საზოგადო მოღვაწე; მეორე: პროფესორი ზურაბ ავალიშვილი - ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან მოამზადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომელიც 26 მაისს მცირე ცვლილებით იქნა მიღებული. მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ზურაბ ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი; მესამე: ივანე ჯავახიშვილი -ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; დგანან (მარცხნიდან) ყაზახაშვილი, ნიჟარაძე. |
Description: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი; ფოტო გადაღებულია სანკტ პეტერბურგში. |
Owner: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
Appears in Collections: | დეპოზიტარიუმი |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(519).jpg | 252.56 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.