ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491104
სათაური: ზურაბ ავალიშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე (1874-1944)
პროფესორი ზურაბ ავალიშვილი
ქართველი მეცნიერი
ქართველი ლიტერატურათმცოდნე
ქარტთველი დიპლომატი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი ისტორიკოსი
ქართველი პუბლიცისტი
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე
რეზიუმე: ზურაბ ავალიშვილი - ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან მოამზადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომელიც 26 მაისს მცირე ცვლილებით იქნა მიღებული. მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ზურაბ ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. მონაწილეობდა პარიზის (ვერსალის) სამშვიდობო კონფერენციაში. ზურაბ ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა გერმანიის იმპერიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს წამყვანი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთის მხარე. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(513).jpgრექტო153.2 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Givi_Kobakhidze_(515).jpgვერსო121.81 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება