ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/491096
სათაური: კოტე აფხაზი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
აფხაზი, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (1867-1923)
საქართველოს ეროვნული გმირი
ქართველი საზოგადო მოღვაწე
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე
ქართველი სამხედრო მოღვაწე
რუსულ ოკუპაციას შეწირული ქართველი
რეზიუმე: ნიკოლოზ (კოტე) აფხაზი - რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დახვრეტილი ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1919), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923). 1906-1913 წლებში თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი. 1913 წელს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშლი). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. კოტე აფხაზი არის საქართველოს ეროვნული გმირი (2023).
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(507).jpg182.39 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება