ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489958
სათაური: ოთარ პატარიძე, თინა პატარიძე, თამარ ალშიბაია-პატარიძე, კარლო ინასარიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
პატარიძე, თინა ელისეს ასული (?-?)
პატარიძე, ოთარ ელისეს ძე (1943)
ალშიბაია, თამარ ვლადიმერის ასული (?-?)
ინასარიძე, კარლო (1919 - 2007)
საფრანგეთის ემიგრაცია
ლევილი
ქართველები უცხოეთში
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან არიან: პირველი - ოთარ ელისეს ძე პატარიძე (დ. 1943, პარიზი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფოლკლორული გუნდის - „მერანი“ დამაარსებელი (არსებობდა 1991 წლამდე). წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში. მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არა ერთი უნიკალური დოკუმენტი; მესამე: ოთარ პატარიძის და - თინა პატარიძე; მეოთხე: პატარიძეების დედა - თამარ ვლადიმერის ასული ალშიბაია, ქართველი ეკონომისტის და სამხედრო პირის - კონსტანტინე (კაკო) ალშიბაიას უმცროსი და; მეოთხე: თინა პატარიძის მეუღლე - კარლო ინასარიძე - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. მრავალი წლის მანძილზე იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა. კარლო ინასარიძე იყო საფრანგეთში, ლევილის მამულში, ქართველი ემიგრანტების არქივის შემგროვებელი, დამცველი და დიდი მოამაგე. ხელმძღვანელობდა ლევილის უმდიდრეს ბიბლიოთეკას. მისი თაოსნობითა და მხარდაჭერით თბილისში ჩამოიტანეს პარიზის შადრევანი ე.წ. „ვალასის წყარო“, რომელიც დღეს თბილისში ერეკლეს მოედანს ამშვენებს, ხოლო საკუთარი სოფლის, კუშუბაურის, გაუქმებული ეკლესიისათვის მან გამოგზავნა გერმანიაში ჩამოსხმული დიდი ზარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს კი საჩუქრად გადასცა როდენის „მოაზროვნის“ პარიზში ჩამოსხმული ასლი. საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. კარლო ინასარიძე დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(230).jpgრექტო95.53 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Givi_Kobakhidze_(232).jpgვერსო89.23 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება