ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489943
სათაური: ოთარ პატარიძე, თინა პატარიძე, თამარ ალშიბაია-პატარიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
პატარიძე, თინა ელისეს ასული
პატარიძე, ოთარ ელისეს ძე (1943)
ალშიბაია, თამარ ვლადიმერის ასული
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან არიან: პირველი - ოთარ პატარიძე, ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, ელისე პატარიძის ოჯახში. იყო ფირმა „აგფა გევაერტის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე და ხარისხის განყოფილების. 1971 წელს დააარსა ფოლკლორული გუნდი „მერანი“ (არსებობდა 1991 წლამდე) და ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდებს შეასწავლა ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა. წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1991 წლის მაისში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში. მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არა ერთი უნიკალური დოკუმენტი; მესამე: ოთარ პატარიძის და - თინა ელისეს ასული პატარიძე და მეოთხე: მათი დედა - თამარ ალშიბაია, ვლადიმერ ალშიბაიას ქალიშვილი და ქართველი ეკონომისტის და სამხედრო პირის - კონსტანტინე (კაკო) ალშიბაიას უმცროსი და.
აღწერილობა: გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Givi_Kobakhidze_(228).jpg154.74 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება