ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/489932
სათაური: | ოთარ და თინა პატარიძეები დედასთან - თამარ ალშიბაიასთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური პატარიძე, თინა ელისეს ასული პატარიძე, ოთარ (1943) საფრანგეთის ემიგრაცია ქართველი ემიგრანტი ქართველები უცხოეთში ალშიბაია, თამარ ვლადიმერის ასული |
რეზიუმე: | ფოტოზე მარცხნიდან არიან: ოთარ პატარიძე (დ. 1943, პარიზი) - ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის, ელისე პატარიძის ოჯახში. აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთში არსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო მისი თავმჯდომარე 1987-1991 წლებში. 1971 წელს დააარსა ფოლკლორული გუნდი „მერანი“ (არსებობდა 1991 წლამდე), სადაც ქართველ ემიგრანტ ახალგაზრდებს შეასწავლა ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა. წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1991 წლის მაისში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში. მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არა ერთი უნიკალური დოკუმენტი; ოთარ პატარიძის და - თინა პატარიძე და მათი დედა - თამარ ალშიბაია, ლადიმერ ალშიბაიას ქალიშვილი და ქართველი ეკონომისტის და სამხედრო პირის - კონსტანტინე (კაკო) ალშიბაიას უმცროსი და. |
აღწერილობა: | გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი. გივი კობახიძის არქივი. |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Givi_Kobakhidze_(226).jpg | 175.28 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება